„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოება ყოფილიყო მოშლილი - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე.
კაპანაძე სოფელ ხურვალეთიდან 36 წლის მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება და მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
მისივე თქმით, ხელისუფლება მსგავს ფაქტებზე დროულად და ადეკვატურად არ რეაგირებს, რის გამოც ადამიანების გატაცება და ძალადობა რეგულარულ ხასიათს ატარებს.
„უკვე რეგულარული ხასიათი აქვს ასეთ გატაცებებს. არც უსაფრთხოებაა სათანადო დონეზე და როგორც ჩვენ ვხედავთ რეაგირებაც არის დაგვიანებული და არასაკმარისი,“-აცხადებს რატიანი.
ოკუპანტებმა 29 სექტემბერს 36 წლის საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი სოფელ ხურვალეთიდან გაიტაცეს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოთინაშვილს პატიმრობა შეეფარდა. ოთინაშვილის ოჯახის მტკიცებით, საქართველოს გატაცებულ მოქალაქეს საოკუპაციო რეჟიმის წევრები ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ.