03 ოქტომბერი 2024,   06:45
ვრცლად
ლევან ჩაჩუას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 16 მარტს გახდება ცნობილი

სამედიცინო ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი 16 მარტს გახდება.

პროცესი ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ორივე მხარეს იმედი აქვს, რომ სასამართლო სწორ გადაწყევტილებას მიიღებს.

ბრალდებულის ადვოკატი ზურაბ ტაბიძე იმედოვნებს, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება, რადგან, მისი თქმით, ჩაჩუას ბრალეულობა არ დასტურდება.

იმ შემთხვევაში, თუ ლევან ჩაჩუას სასამართლო ბრალდებულად ცნობს, მაშინ ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ლევან ჩაჩუას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვს ბრალი წაყენებული.

გამოძიების ინფორმაციით, მან არაჯეროვნად შეასრულა დაკისრებული მოვალეობა. იგი ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები