19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
"თიბისი ბანკს" არ ჰქონდა იმ რაოდენობის თანხა, რაც უნდა გადაერიცხა, ამიტომ გარკვეული თანხა წამოვიდა ეროვნული ბანკიდან - ნატო ჩხეიძე

ნატო ჩხეიძის კიდევ ერთი განცხადება "თიბისი"-სა და ეროვნული ბანკების წინააღმდეგ - ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებლის თქმით, არსებობს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ 4 მილიონი ლარის გაცემისას "თიბისი ბანკმა" დაარღვია რეგულაციები, რაშიც ჩართული იყო ეროვნული ბანკი. ჩხეიძე ამბობს, რომ პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა "თიბისი"-ს მფლობელი მამუკა ხაზარაძე.

"თიბისი ბანკში" დაირღვა თანხის გაცემის დროს ძალიან ბევრი კანონები შიდა რეგულაციები, თუ გარე რეგულაციები. ბატონი მამუკა ხაზარაძეც იტყვის, რომ თვითონაც იყო ამ სპექტაკლში ერთ-ერთი მონაწილე. "თიბისი ბანკს" არ ჰქონდა იმ რაოდენობის თანხა, რაც უნდა გადაერიცხა 2 დღის წინ შექმნილი ფირმისთვის, ამიტომ გარკვეული თანხა წამოვიდა ეროვნული ბანკიდან 21-ში, სწორედ შუადღის მერე და ეროვნულ ბანკშიც მოხდა ამის ჩარიცხვა,"-აცხადებს ნატო ჩხეიძე.

 

დღის ამბები