19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
"მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები " - ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მოქალაქის გატაცებას ეხმაურება

ნატო-ს გენერალური მდივანი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე - ეს განცხადება იენს სტოლტენბერგმა საქართველოს გატაცებული მოქალაქის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ალიანსის გენერალურმა სპეციალურ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა. იენს სტოლტენბერგი საქართველოს სავარაუდოდ მარტში ეწვევა-ამის შესახებ განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ლევან იზორიამ კომისიის წევრებს საქართველოში ნატო-საქართველოს ახალი მზადყოფნის ცენტრის შექმნის ინიციატივით მიმართა.

"დღევანდელმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ კომისიის სხდომა სასიკეთოა როგორც ნატო-სთვის, ასევე საქართველოსთვის. ეს თანამშრომლობა ნიშნავს ერთმანეთის მხარდაჭერას, ერთმანეთის დაცვას და ერთად დგომას უსაფრთხოების საერთო გამოწვევების წინაშე. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან და დღევანდელ შეხვედრაზე ეს პოზიცია ყველა მოკავშირემ გამოხატა. ნატო-ს კარი ღიაა საქართველოსთვის. დღეს ალიანსის ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე და გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ამ რეგიონებიდან. მივესალმებით იმ პროგრესს რომლიც საქართველომ რეფორმების კუთხით მიაღწია და მოვუწოდებთ, აღებული კურსი გააგრძელოს" - აცხადებს იენს სტოლტენბერგი. 

 .

დღის ამბები