ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატმა ერეკლე უღრელიძემ უმრავლესობა დატოვა. მან ოფიციალური განცხადებით საკრებულოს კანცელარიას უკვე მიმართა.
მისი განცხადების არსებობა დასტურდება, თუმცა განმარტებებს არც საკრებულოს თავმჯდომარე და არც აპარატის წარმომადგენლები არ აკეთებენ.
დეპუტატი კი "ქართული ოცნებისა” და უმრავლესობის დატოვების მიზეზების შესახებ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ”ოცნების” რღვევა მიმდინარეობს და ამ დღეებში მმართველ პარტიას პროტესტის ნიშნად მერის რამდენიმე წარმომადგენელი, თანაშემწეები და დეპუტატები დატოვებენ.