19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ყიფიანი არის დაშინებული, ის რაც მან თქვა, ნუგზარ ფოფხაძის სცენარია - ნატო ჩხეიძე

დაშინებული  ადამიანი, რომელიც სხვისი სცენარით საუბრობდა - ასეთი შეფასებები მოჰყვა "ომეგა ჯგუფის" სკანდალური საქმის მთავარი ფიგურანტის ლევან ყიფიანის განმარტებებს ფარულ აუდიოჩანაწერებზე.

"ომეგა ჯგუფისა" და "იბერიას" დამფუძნებელი ამბობს, რომ სპორტის ყოფილმა მინისტრმა გუშინდელი განცხადებები ფიზიკური განადგურების შიშით გააკეთა.

„უმრავლესობის პასუხები, როგორც წესი ამოკითხულია მესიჯბოქსებიდან, ისე ერთ რამეში დავეთანხმები რომ თავდაყირა არის დამდგარი და კიდევ ბევრჯერ დადგება თავდაყირა სანამ სწორ პოზიციაზე არ გავლენ. ადამიანური თვალსაზრისით თუ შევხედავთ, არის საკმაოდ შეშინებული არა უფრო დაშინებული.

არც არის გასაკვირი, იმიტომ რომ თუ ლევან ყიფიანი ილაპარაკებს სწორს, მაშინ ეს არის კიდევ ერთი მამხილებელი და ეს არანაირად არ უნდათ. გამოვთქვი ვარაუდი, რომ ეს იყო ნუგზარ ფოფხაძის სცენარი, რაც ისაუბრა ლევან ყიფიანმა. ის მთავაზობდა პირადად მე იმისთვის რომ იბერიას სწორ გზაზე წასულიყო, საჭირო იქნებოდა, რომ ნუგზარ ფოფხაძე ყოფილიყო დირექტორი,“-ამბობს ნატო ჩხეიძე.

 

დღის ამბები