03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
ბათუმში მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა

ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა. სახლის კედლის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მხოლოდ ქუჩაში მდგარი მანქანა დაზიანდა.

ნგრევის გამო წყლის მიწოდება შეუწყდათ 5-სართულიანი კორპუსის მცხოვრებლებს, რომლებმაც მომხდარი ქუჩაში აქციით გააპროტესტეს.

შპს „როიალ-ბათუმის” მიერ მშენებარე სახლის კედელი საძირკვლის გათხრების შედეგად ჩამოინგრა. ამ კომპანიის მფლობელი აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძეა.

მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მშენებლობას ადგილობრივი მოქალაქეები მშენებლობის დაწყებიდან აპროტესტებენ. მოქალაქეების პროტესტს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძეც იზიარებს და საპროტესტო აქციაში მასაც არაერთხელ მიუღია მონაწილეობა.

დღის ამბები