03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
სოციალურად დაუცველების მიერ დაურეგისტრირებელ მიწაზე აგებულ მცირე ზომის სახლებს დანგრევა ემუქრება

სოციალურად დაუცველები, რომლებმაც მცირე ზომის სახლები დაურეგისტრირებელ მიწაზე აიშენეს, დახმარებას ითხოვენ.

მერიის დავალებით, აღსრულების ბიურომ საცხოვრებელი სახლების დემონტაჟისთვის რამდენიმე ოჯახს 5-დღიანი ვადა მისცა.

სოციალურად დაუცველმა 3 შვილის დედამ ნათია ქირიამ რამდენიმე წლის წინ 20 კვადრატული მეტრი ფართობის სახლი ისე ააშენა, რომ მიწა მას ოფიციალურად არ ეკუთვნოდა. მას ახლა ამ სახლის დანგრევას სთხოვენ. 

მსგავსი შინაარსის მოთხოვნა აღსრულების სამსახურმა კიდევ ერთ ოჯახს გაუგზავნა.

მერიის გადაწყვეტილებით, აღსრულების სამსახურს დაევალა იმ შენობის დანგრევა, სადაც 5 თვის ორსული ქმართან ერთად ცხოვრობს.

ამავე დასახლებაში მერიის კუთვნილ მიწაზე დგას სოციალურად დაუცველი მოხუცის 14 კვადრატულ მეტრიანი სახლიც.

ისანი-სამგორის რაიონში, გარდაბნის გზატკეცილზე მსგავსი პრობლემა კიდევ რამდენიმე ოჯახს აქვს.

მერიის ზედამხედველობის სამსახურში განმარტეს, რომ ყველა შენობა კანონის დარღვევით, თვითნებურადაა აგებული და დემონტაჟი გარდაუვალია.

მერიის განმარტებით, სახელმწიფოს კუთვნილი მიწა მოქალაქეებმა აუქციონის წესით უნდა შეიძინონ. კანონის შესაბამისად კი მიწაზე, სადაც შენობები დგას, აუქციონი ვერ გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები