03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
სოფელ სანავარდოში მოსახლეობა ტყავის ქარხნის მიერ დაბინძურებულ წყალს მოიხმარს

სოფელ სანავარდოს მოსახლეობა სასმელად იმ მდინარის წყალს იყენებს, რომელშიც ტყავის ქარხნიდან გამოსული მომწამლავი ნივთიერება ჩაედინება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ქარხნის მეპატრონე რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ საფილტრი მოწყობილობა დაემონტაჟებინა, თუმცა მათი მოთხოვნა ამ დრომდე არ დაკმაყოფილებულა.
სოფლის მცხოვრებლები ახლა უკვე ქარხნის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.

ქარხნის ახლოს მცხოვრები მოსახლეობის გარდა, პროტესტს ტყავის საწარმოს მიმართ სოფლის დანარჩენი მოსახლეობაც გამოთქვამს.

გასაფილტრი მოწყობილობის არქონის გამო, მავნე ნარჩენები უსიამოვნო სუნსაც იწვევს.

მოსახლების განცხადებით, სოფელში კანის და სასუნთქი გზების დაავადებებმა იმატა. დაავადდა შინაური პირუტყვი. ადგილობრივების თქმით, სოფელში მოსავალი აღარ მოდის.

ტყავის ქარხნის მფლობელები ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას შეჰპირდნენ. თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

გარემოს დაცვის სამინისტრომ სანავარდოს ტყავის ქარხანა ერთხელ უკვე დააჯარიმა 5 ათასი ლარით.

საწარმო სოფელში 1997 წლიდან მუშაობს.

მოსახლეობა პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს. თუ სახელმწიფო პრობლემას არ მოაგვარებს, ადგილობრივები უკიდურესი ზომების მიღებას გეგმავენ და არ არის გამორიცხული, ქარხნის დემონტაჟი თავად მოსახლეობამ დაიწყოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები