19 ნოემბერი 2024,   20:35
ვრცლად
დასავლეთის მიმართ ყალბი დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი შემთხვევა - პენტაგონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ბრალდებებს პასუხობს

დასავლეთის მიმართ ყალბი დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი შემთხვევა - ასე აფასებს პენტაგონი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების ბრალდებებს, თბილისში, ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის დამზადების შესახებ.

შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა ბრალდებებს "რუსეთის არაერთი ცუდი საქციელისგან ყურადღების გადატანის აშკარა მცდელობა" უწოდა. დასავლურ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში, მან ხაზი გაუსვა რუსეთის როლს საქართველოსა და ყირიმის უკანონო ოკუპაციაში, ასევე კრემლის მიერ სირიის რეჟიმის მხარდაჭერისა და რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების აშკარა დარღვევის ფაქტებს.

დღის ამბები