იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდეს პრეზიდენტი, ივანიშვილი არ იშურებს ფინანსურ რესურსს და არც ადმინისტრაციულ რესურსს დაიშურებს - ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის დაფინანსებაზე საუბრისას გააკეთა.
როგორც ცნობილია, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის საწარმოებლად, 45 ათასი ლარი გადაურიცხა.
„კახი კალაძე, ბიძინა ივანიშვილი, მისი ძმა, ეს არის ის მაფიოზური კლანი, რომელიც მართავს ქვეყანას, ამ დაჯგუფებამ გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არ სურს იხილოს სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მმართველმა კლანმა გადაწყვიტა, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად ამისთვის არ იშურსებს არც ფინანსურ რესურსებს, არ დაიშურებს არც ადმინისტრაციულ რესურსს და შეეცდება თავს მოგვახვიოს ადამიანი, რომელსაც მხარდაჭერა არ აქვს,"-ამბობს სალომე სამადაშვილი.