ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა. უამინდობის შედეგად, ერთ-ერთ ქუჩაზე ხე წაიქცა, რომელმაც რამდენიმე მანქანა დააზიანა. შემთხვევა გლდანის მესამე მიკრორაიონში მოხდა. იმის გამო, რომ ავტომობილის მფლობელებს დაზღვევა არ ჰქონდათ, ზარალის ანაზღაურებაზე მერია უარს ამბობს.