03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
25 მილიონ დოლარად გაყიდული "ბათუმი ტაუერი" - სასტუმრო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ნაცვლად

შენობა, რომელიც სტუდენტებისთვის აშენდა, დამსვენებლებს დაეთმობა. "ბათუმი ტაუერი" ანუ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ყოფილი შენობა დღეს აუქციონზე 25 მილიონ დოლარად გაიყიდა.

კომპანია „რედ-კო” 36-სართულიან ნაგებობაში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს განთავსებას გეგმავს. ამისთვის კი მას დამატებით კიდევ 15 მილიონის მობილიზება მოუწევს, რისთვისაც მას 36 თვე აქვს.

"ბათუმი ტაურზე" აუქციონი 25 თებერვალს გამოცხადდა. ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ შენობის გაყიდვა სწორი გადაწყვეტილება იყო.

სახელმწიფოს მიერ ჩამოთვლილი პირობების თანახმად, კომპანია „რედ-კომ” ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში პირველ ეტაპზე 8 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.

დეველოპერული კომპანია ქართულ ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. "რედ-კოს" ბიზნესპორტფოლიო მოიცავს სასტუმროს და რესტორანს ბათუმში, სამ აპარტოტელს გუდაურში, აპარტოტელს ბაკურიანში და საცხოვრებელ სახლს თბილისში, "მზიურის" პარკთან.

"ბათუმი ტაუერის" მშენებლობის ინიციატორი თავის დროზე მიხეილ სააკშვილი იყო. ნაგებობა 2012 წელს დასრულდა. შენობაში ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა იგეგმებოდა. 

დღის ამბები