19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
"მხარდაჭერა არის როგორც პოლიტიკური, ასევე მხარდაჭერა იქნება, ვისაც შეუძლია, ფინანსური" - ბესელია ზურაბიშვილზე საუბრობს

ბოლო სამ დღეში ხელისუფლების მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

45 ათასი ლარი მას ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა შესწირა. ივანიშვილის ძმასთან ერთად, სალომე ზურაბიშვილის შემწირველთა შორის არის თბილისის მერი კახა კალაძე, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატს 50 000 ლარი გადაურიცხა. სალომე ზურაბიშვილს 1-დან 3 ოქტომბრის ჩათვლით, სულ მილიონ ლარზე მეტი შესწირეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ თანხების გადარიცხვა კანონის სრული დაცვით ხდება.

„ჩვენი მხარდაჭერა აქვს სალომე ზურაბიშვილს ჩვენ პარტიულად ვუჭერთ მხარს, მხარდაჭერა არის როგორც პოლიტიკური, ასევე მხარდაჭერა იქნება ვისაც შეუძლია ფინანსური, ეს არის კანონიერი და ლეგიტიმური. ვისაც შეუძლია, ბუნებრივია, მის საარჩევნო კამპანიას დაეხმარება ფინანსურადაც,“-ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია.

დღის ამბები