საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი მოლდოვაში დაიწყო. კიშინეუს საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრობის მეთაურს მოლდოვას რესპუბლიკის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კირილ გაბურიჩი დახვდა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურების სხდომაში, რომელიც "მიმი კასტელის" სასახლეში იმართება.
„ეს იქნება ერთგვარი შეჯამება იმ მიმდინარე პროექტების და ასევე იმისა თუ როგორ მოვახდენთ სუამ-ის წინაშე არსებული გამოწვევების, აქტუალიზაციას საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა შეხვედრის მთავრი მიზნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები იქნება.
„ძირითადი მიზანი ჩვენი დღევანდელი შეხვედრის არის, იმ საკითხების განხილვა, რომლებიც დაგვეხმარება, რომ ჩვენ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ გუამ-ის ქვეყნებს შორის, ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ტრანსპორტთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ განვიხილავთ საბორნე მიმოსვლის გაძლიერებას უკრაინასთან,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
სხდომის დასრულებისთანავე, გაიმართება სუამ-ის წევრი სახელმწიფოების დელეგაციების ხელმძღვანელთა ერთობლივი პრესკონფერენცია. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იმყოფებიან.