აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ბენეფიციარი ქვეყნების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით საქართველომ ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით მაღალი შეფასებები მიიღო.
USAID-ის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ქვეყნებისთვის უცხოური დახმარების საჭიროების აღმოფხვრა წარმოადგენს. ამ თემას საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გამოეხმაურა.
"სამომავლოდ კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა USAID-თან სოფლის მეურნეობის, განათლების სისტემის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით,"-ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი.