03 ოქტომბერი 2024,   06:44
ვრცლად
ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტმა დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა

ლევან ჩაჩუას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება 16 მარტს გახდება ცნობილი. დღეს კი ბრალდებულმა დასკვნითი სიტყვა თქვა, რომელიც საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებით დაიწყო. 

ლევან ჩაჩუას თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულები საქმისადმი მის გულგრილობას არ ადასტურებს.

მან გარდაცვლილი პრემიერის ტუჩის მიდამოში მცირე ზომის სისხლჩაქცევის არსებობა დღესაც დაადასტურა და გამომწვევი მიზეზებიც დაასახელა.

ლევან ჩაჩუამ დასკვნით სიტყვაში მკვლელობის ვერსიაზეც ილაპარაკა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ლევან ჩაჩუას მიერ შედგენილი დასკვნა ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც საქმეზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

ჟვანიას და რაულ იუსუპოვის საქმის ექსპერტს გამოძება სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებას ედავება.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები