19 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
საჭადრაკო ოლიმპიადის დახურვის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელიც ბათუმში 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, გუშინ დაიხურა.

დახურვის ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, რუსეთის დელეგაციას საქართველოს რუკა აჩუქა.

ამ ჟესტს წინ უძღოდა რუსეთის დელეგაციის მიერ სასაჩუქრე დროშების დარიგება, სადაც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს შემადგენლობაში არ იყო აღნიშნული.

„არის საკითხები, სადაც ვიქნებით ბოლომდე პრინციპულები და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები ყველამ უნდა იცოდეს, რომ მომავალში ნებისმიერი უხერხულობა და გაუგებრობა თავიდან იქნას აცილებული,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები