19 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
პარლამენტში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიხსნა

პარლამენტში საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა გაიხსნა. შეხვედრას მოლდოვის და უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეები ესწრებიან.

მთავარი საკითხები რუსეთიდან მომავალი საფრთხეები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება და კრემლის ანტიდასავლური პროპაგანდაა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებმა ჩვენ ერთად ვიპოვოთ საერთო პასუხი რუსეთის მიმართ იმიტომ, რომ რუსეთის მთავარი დასაყრდენი ამ ქვეყნებში არის ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც პრორუსული პროპაგანდის მატარებლები არიან, ის არასამთავრობო ორგანიზაციები, ის მედიასაშუალებები თუ სხვა ერთეულები, რომლებიც რუსულ ინტერესს ატარებენ. ერთ-ერთი უკანასკნელი საკითხი არის ლუგარის ლაბორატორიის თემა, რომელიც ყველანაირ ფაქტებს მოკლებულია, უბრალოდ პროვოკაციების და ბრალდებების რეჟიმში მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან,“ - განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას, თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდება ნატო-სა და ევროკავშირის როლზე. მან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.

დღის ამბები