03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს დღეს სამშობლოში ჩამოასვენებენ

ნიუ-ჯერსიში დაღუპულ ქართველ კურსანტებს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ. გარდაცვლილთა ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, საღამოს 6 საათისთვის ჩამოასვენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკიდან ჩამოდის სანაპირო დაცვის აკადემიის დელეგაციაც, სადაც დაღუპული ახალგაზრდები სწავლობდნენ. მათ შორის იქნება აკადემიის რექტორი და კონტრადმირალი.

შეგახსენებთ, რომ კურსანტები სოსო მაკარიძე და ბესო გორჯოლაძე 7 მარტს ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

დღის ამბები