03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ბათუმში მშენებარე სახლის კედელი ჩამოინგრა - რა კავშირი აქვს დავით ბაციკაძეს სამშენებლო კომპანიასთან?

5-სართულიანი მშენებარე სახლის გამყოფი კედელი ჩამოიშალა ბათუმში. შემთხვევა მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარი სახლის საძირკვლის გათხრამ გამოიწვია. ჩამონგრევის შედეგად დაზიანდა მილები, რომლის მეშვეობითაც მოსახლოებას წყალი მიეწოდებოდა.

ასევე დაზიანდა იქვე გაჩერებული ავტომანქანა. მისი მფლობელი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ”როიალ ბათუმის” მიერ სახლის მშენებლობა ერთი თვის წინ გააპროტესტა მურმან დუმბაძემ.

კომპანიის მფლობელი აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძეა.

დღის ამბები