19 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონის პრობლემების გასაცნობად სამტრედიაში ჩავიდა

"ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატი რეგიონის პრობლემების გასაცნობად სამტრედიაში ჩავიდა. დავით ბაქრაძემ მხარდამჭერებისგან პირადად მოისმინა ის საკითხები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. შეკრებილებს საკუთარი პროგრამის პრიორიტეტები გააცნო - მათ შორის არის პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდა, დევნილთა პრობლემების გადაჭრა, უცხოეთში სამუშაოდ წასულთა დახმარება და საზღვარგარეთ სტუდენტების სწავლის დაფინანსება. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანად, შურისძიების და ანგარიშსწორების გარეშე უნდა შეიცვალოს.

დღის ამბები