19 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
საპარლამენტო უმცირესობა საწვავზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობა საწვავზე აქციზის ფასის განახევრებას ითხოვს. "ევროპული საქართველოს" წინადადებას კანონმდებლები დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე განიხილავენ.

საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, რომ საწვავზე, საკვებ პროდუქტებსა და სხვა ნივთებზე ფასების მნიშვნელოვანი მატება, სწორედ აქციზზე ფასის გაორმაგებამ გამოიწვია.

„ასეთ პირობებში, როდესაც ჩვენ ვხედავთ გაზრდილ სიღარიბეს, გამოსავალი არის ის, რომ მთავრობამ აქციზის განახევრებით  ხელი შეუწყოს საწვავის გაიაფებას, თვითონ ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ 20-25 პროცენტით შეიძლება ამის გაიაფება და ამავდროულად  ხარჯი ბუნებრივია მოაკლდება ძალიან ბევრ ადამიანს,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა კი "ევროპული საქართველოს" ინიციატივას პოლიტიკურ პოპულიზმს უწოდებს.

დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივასაც განიხილავენ, რომელიც უცხო პირებისთვის ბინადრობის უფლების გამკაცრებას გულისმხობს.

დღის ამბები