19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
„ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ხაშურში ამომრჩეველს შეხვდა

„ლეიბორისტული" პარტიის  პრეზიდენტობის კანდიდატი ხაშურში ამომრჩეველს შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა შეკრებილებს საკუთარი პრიორიტეტები გააცნო.

ნათელაშვილმა ყურადღება "რუსთავი2"-ის მიერ გავრცელებულ სკანდალურ ფარულ აუდიო ჩანაწერებზეც გაამახვილა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეს და ბიზნესზე ზეწოლას ეხება.

შეკრებილებს ნათელაშვილი დაპირდა, რომ მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ქვეყანას სამართლიანი სასამართლო ექნება.

„ის რაც ჩვენ მოვისმინეთ თუნდაც ამ საქმის გარჩევების სახით, მილიონების გამოძალვის ფორმატით, რა თქმა უნდა არ გვიტოვებს ეს ხალხი საშუალებას, რომ გარეთ დარჩეს. ან ფარცხალაძე გარეთ როგორ უნდა დარჩეს, ცოცხალი მოსიარულე ბომბია საზოგადოებისათვის, რომელსაც შეუძლია ჩაიყვანოს ნებისმიერი ექსმინისტრი სარდაფში და იძალადოს მასზე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

დღის ამბები