„ჩვენ აუცილებლად ვართ მზად, მივიდეთ,“ - ეს განცხადება, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა გააკეთა.
ბოლო პერიოდის ყველაზე გახმაურებული საქმეების მთავარი ფიგურანტი დუმილის დარღვევას აპირებს. ოთარ ფარცხალაძე გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს და მზადაა ომეგას საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზეც მივიდეს.
„მე ვფიქრობ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ეს ინფორმაციები. ჩვენ თუ გვინდა, რომ მხოლოდ სრულყოფილ ინფორმაციაზე ვისაუბროთ, მე კიდევ ხაზს ვუსვამ, არ გვინდა ჩვენ პოპულისტური განცხადების გაკეთება. მე ვერ ვხვდები მიზეზს, რატო უნდა დაგვიკავშირდეს პროკურატურა. თუ დაგვიკავშირდნენ და თუ მოგვთხოვეს, ჩვენ აუცილებლად ვართ მზად, მივიდეთ,“ - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ყოფილი მთავარი პროკურორი ზაზა ოქუაშვილის ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან შეხება არასდროს ჰქონია. ოთარ ფარცხალაძემ დუმილი მას შემდეგ დაარღვია, რაც „შაბათის კურიერმა“ კიდევ ერთ ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ფარცხალაძის მიერ ბიზნესის რეკეტის შესახებ იყო საუბარი.