19 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
"თქვენი ღვიძლი მამა აქტიური მონაწილე იყო 26 მაისის პროცესების, არ გამიგონია თქვენი კომენტარი" - ბურჯანაძე კობახიძეს მიმართავს

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძისთვის გაუგებარია, რატომ არის ამ დოზით ჩართული ხელისუფლება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის დაცვაში.

ბურჯანაძე ხელისუფლებასა და მის მხარდაჭერილ კანდიდატს მიმართავს და აცხადებს, რომ ძალიან დიდი სირცხვილია, როცა ხელისუფლება ვითომ დამოუკიდებელ კანდიდატს უჭერს მხარს.

ბურჯანაძე ურჩევს მმართველ გუნდს, რომ სალომე ზურაბიშვილს ოფიციალურად უწოდოს სახელისუფლებო კანდიდატი.

ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს და ირაკლი კობახიძეს 2011 წლის 26 მაისს ახსენებს.

„ბატონო ირაკლი, თქვენი კომენტარი არ მახსოვს. თქვენი ღვიძლი მამა აქტიური მონაწილე იყო 26 მაისის პროცესების, არ გამიგონია თქვენი კომენტარი, თქვენი აღშფოთება,“-აცხადებს ბურჯანაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები