19 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ექიმების მიერ ზურაბიშვილისთვის შეწირული ათასობით ლარი - აუდიტის სამსახური მოკვლევას იწყებს

ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსების მოკვლევას აუდიტის სამსახური იწყებს. იგეგმება ჩაჩავას და ღუდუშაურის კლინიკების ექიმების გამოკითხვა.

პარალელურად აუდიტორები სასამართლოს შემომწირველების საბანკო გადარიცხვებისა და შემოსავლების დაინტერესების თხოვნით მიმართავენ.

სამოქალაქო სექტორმა ექიმების მიერ გადარიცხული 200 ათასი ლარის წარმომავლობის გარკვევა აუდიტორებისგან მას შემდეგ მოითხოვა, რაც ჩაჩავას კლინიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ნიკოლოზ კინტრაიამ 20 ათასი ლარის გადარიცხვის შემდეგ, „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი არ არის.

არასამთავრობოებს ეჭვი აქვთ, რომ ექიმებს კანდიდატისთვის ათობით ათასი ლარის შეწირვა აიძულეს.

„გავრცელებული ინფორმაცია აჩენს ეჭვებს, რომ არაპირდაპირ, შესაძლებელია, მესამე პირების გამოყენებით მოხდა შემოწირულობის განხორციელება, რაც კანონმდებლობით იკრძალება. ამ შემთხვევაში აუდიტის სამსახურს ეკისრება ვალდებულება რომ შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები და დაადგინოს ხომ არ მოხდა  ამ პირების გამოყენება და ისე შემოწირულობის განხორციელება, რაც კანონმდებლობით იკრძალება,“-განაცხადა “სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა თათია ქინქლაძემ.

დღის ამბები