19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
6 საათიანი დაკითხვა თბილისის პროკურატურაში - ლევან ყიფიანი დეტალებს დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს

ლევან ყიფიანს თბილისის პროკურატურაში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში კითხავდნენ. პროცესის დასრულების შესახებ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებში მონაწილე ერთ-ერთ მთავარ პირს დეტალებზე არ უსაუბრია. მისი თქმით, ყველა კითხვას პასუხი დღეისთვის დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გაეცემა. ხმაურიან „ომეგას" საქმესთან დაკავშირებით სპორტის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე ხელმეორედ დაიბარეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს ძირითადად დამატებითი კითხვები „თიბისი ბანკის“ ეპიზოდსა და ბანკიდან 4 მილიონი ლარის გატანის საკითხზე ჰქონდათ.

დღის ამბები