19 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
დაპირისპირება ჩოხატაურის წიფნარის ოლქში - "ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრს "ქართული ოცნების" აქტივისტი თავს დაესხა

ჩოხატაურის ოლქის წიფნარის უბანის საარჩევნო კომისიის წევრი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს  ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები დევნიან, ემუქრებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

ერთ-ერთი ინცინდენტი სოფელ კოხნარის ცენტრში ორი დღის წინ მოხდა, როცა ტრენინგზე მიმავალ ლია კუტალაძეს თავს "ქართული ოცნების" აქტივისტი დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ინციდენტის შესახებ ქალბატონმა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას შეატყობინა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმედოვნებენ, რომ სამართალდამცველების რეაგირება ადეკვატური იქნება.

დღის ამბები