გაერთიანებული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიისათვის ახალ შემომწირველს ასაჯაროებს.
ბათუმში გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ შპს ” ვესტ ინვესტის” ყოფილი მეწილე გიორგი გველესიანი დაასახელა, რომელმაც ზურაბიშვილის კამპანიას 3 ოქტომბერს 60 ათასი ლარი გადაურიცხა. წლების წინ კი მან ანალოგიური თანხა "ქართულ ოცნებას" ჩაურიცხა.
ქამადაძის მტკიცებით, "ვესტ ინვესტმა" სახელმწიფოსგან პირდაპირი მიყიდვის წესით მიზერულ თანხაში შეიძინა პრესტიჟულ ადგილას 3 000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, რაც მალევე რამდენიმე მილიონ დოლარად გაასხვისა "ორბი ჯგუფზე." ოპოზიცია შესაბამის ორგანოებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ამ ადამიანს დღეს აქვს მადლიერების გრძნობა. ის სწირავს ბიუჯეტში გადასახდელ თანხას „ქართულ ოცნებას“ მოღალატე სალომე ზურაბიშვილის კამპანია დააფინანსა ასევე 60 ათასი ლარით,“-ამბობს ქამადაძე.