ჟენევის მოლაპარაკებების 45-ე რაუნდი დღეს დასრულდება. შეხვედრაზე ქართული მხარე იმ პრობლემებზე ისაუბრებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა შექმნილი. მათ შორის არის ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთშორისო მექანიზმების აუცილებლობა; გატაცებები და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა. ქართული მხარე ყურადღებას ინცინდეტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი უკვე 10 წელია მიმდინარეობს.