გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების სხვა ლიდერები 300 არაგველის მემორიალთან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, დევნილებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, უნდა მოგვარდეს მათი საყოფაცხოვრებო პირობები ბინების და საცხოვრებელი ფართების დაკანონება.
ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გატარდება პრინციპული პოლიტიკა და ეფექტურ დიპლომატია საქარველოს დეოკუპაციის პროცესის დასაჩქარებლად.