19 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
არჩევნები არ ეკუთვნის მთავრობას, არჩევნები არ ეკუთვნის კანდიდატებს - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებს გურჯაანში შეხვდა. პროგრამის პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძემ ადგილობრივებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე, 28 ოქტომბრის მნიშვნელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ძალიან ცოტა დაგვრჩა არჩევნებამდე. ეს არის ის დღეები, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი სიმართლე, თითოეულ ადამიანთან მივიტანოთ ჩვენი ბრძოლის მიზანი. თითოეულ ადამიანთან მივიტანოთ ის, რომ არჩევნები არის პირველ რიგში მათი, ხალხის არის არჩევნები. არჩევნები არ ეკუთვნის მთავრობას, არჩევნები არ ეკუთვნის კანდიდატებს. არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს ცხოვრობს ცუდად და უნდა უკეთესობა. არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მოატყუეს და არაფერი არ გაუკეთეს, და უნდა რომ მისი ცხოვრება შეიცვალოს. არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც პენსია არ გაუზარდეს და იბრძვის იმისთვის, რომ წამლის ფული და შემოსავალი ქონდეს. არჩევნები ეკუთვნის თითოეულ იმ ადამიანს, ვისი ოჯახის წევრიც იძულებით სამუშაოდ უცხოეთში არის წასული და უნდა, რომ ის ოჯახის წევრი დაბრუნდეს. არჩევნები გეკუთვნით თქვენ - ეკუთვნის ხალხს, ამიტომ უნდა ყველამ მიხვიდეთ, მივიდეთ, შევცვალოთ ცხოვრება და წინ წავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ, პირველი და მთავარი რაც მინდა გითხრათ, არჩევნებზე მისვლა არის თქვენი ცხოვრების შეცვლის გზა. „მე ბევრისგან გამიგია, რომ აი ისე ცუდად ვარ არჩევნებზე არ მივალ,“ „მთავრობა ისე არ მომწონს, რომ არჩევნებზე არ მივალ.“

"არჩევნებზე ის კი არ უნდა მივიდეს, ვისაც მთავრობა მოსწონს, აი მთავრობა რომ არ მოგწონს, რომ გიჭირს, რომ მოგატყუეს, გვერდით რომ არავინ დაგიდგა, რომ არავინ მოგხედა, არავინ რომ ყურადღება არ მოგაქცია - აი შენ უნდა მიხვიდე არჩევნებზე, პასუხი აგებინო მთავრობას, შეცვალო მთავრობა, შეცვალო შენი ცხოვრება და მოიტანო უკეთესი ხვალინდელი დღე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები