არათუ ვეწინააღმდეგებით ლეგალიზებას, არამედ რეგულირების სტანდარტს მივიღებთ - ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზაციის საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
კანაფის კულტივაცია/ექსპორტის ინიციატივის შესახებ კი ვოლსკი ამბობს, რომ ის სხვა თემაა.
„არათუ ვეწინააღმდეგებით ლეგალიზებას, არამედ რეგულირების იმ სტანდარტს მივიღებთ, რომელიც კანონის ძალაში შესვლისთანავე ყველასთვის ნათელს გახდის, თუ რა დამოკიდებულება აქვს „ქართულ ოცნებას“ ნარკოტიკების, მათ შორის მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით. აქ ორი აზრი ლეგალიზაციის საკითხთან მიმართებაში აღარ დარჩება. რაც შეეხება კულტივაციის თემას, ეს სხვა თემაა,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.