19 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ოქუაშვილის თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი ჩანაწერში ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ვისაუბრებდით" - ყიფიანი

”ჩანაწერი, სადაც მე ვსაუბრობ ავარიაზე, ხოლო ზაზა ოქუაშვილი აკონკრეტებს და საუბრობს ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, არის ინსცენირება და დადგმული ზაზა ოქუაშვილის ინიციატივით,“- ეს განცხადება სპორტის ყოფილმა მინისტრმა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებთან გააკეთა. ლევან ყიფიანის ჩვენება თბილისის პროკურატურამ გაასაჯაროვა.

ჩვენების მიხედვით, ყიფიანი ამბობს, რომ ყოფილ მთავარ პროკურორთან, ოთარ ფარცხლაძესთან კონფლიქტი არ ჰქონია და მასთან ნორმალური ურთიერთობა აქვს.

სპორტის ყოფილი მინისტრის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა მას უთხრა, რომ ძალადობის ეპიზოდი უცხოელი პარტნიორებისთვის სჭირდებოდა, რადგან ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის განხორციელება, ასე გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა.  

„მისი თქმით, უცხოელი პარტნიორებისთვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, თუკი ჩანაწერში ვისაუბრებდით ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და შეურაცხყოფაზე. არანაირ კონფლიქტს, ჩემ მიმართ განხორციელებულ ძალადობას/მუქარას ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, არც მისი ოფისის სარდაფში არ ვარ ნამყოფი და ისიც არ ვიცი აქვს, თუ არა საერთოდ სარდაფი. შესაბამისად, არანაირი სამედიცინო დაწესებულებისთვის მე არ მიმიმართავს,“- განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები