03 ოქტომბერი 2024,   06:39
ვრცლად
იტალიაში "ჯეიმს ბონდს" იღებენ

რომის ცენტრი გადასაღებ მოედნად იქცა. უკვე რამდენიმე ღამეა იტალიის დედაქალაქში "ჯეიმს ბონდის" ახალ სერიას იღებენ.

ამისთვის რომში ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს. მანქანის დევნის ოპერაცია კი, რომელშიც ვერტმფრენებთან ერთად ჯეიმს ბონდის საყვარელი ასტონ მარტინიც მონაწილეობდა, მდინარე ტიბრის სანაპიროზე გადაიღეს.

ექსტრემალური სცენების თვითმხილველები ცნობისმოყვარე ადგილობრივებიც გახდნენ, რომლებიც ქუჩაში ხმაურის გამო გავიდნენ.

”ჯეიმს ბონდის” ახალ ფილმში მთავარ როლებს დენიელ კრეიგი და მონიკა ბელუჩი ასრულებენ.

იტალიის შემდეგ შემოქმედებითი ჯგუფი მთავარი სცენების გადასაღებად ისევ ბრიტანეთში დაბრუნდება. 

 

 

დღის ამბები