დაუშვა თუ არა გამონაკლისი "ქართუ ბანკმა" "ქართული ოცნების" რჩეული კანდიდატის მიმართ და მიიღო თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება, დაუკმაყოფილებს თუ არა ბანკი ანალოგიურ მოთხოვნას სესხის აღების შესახებ კიდევ ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ზურა ჯაფარიძეს. მან სწორედ საარჩევნო კოდექსის იმ ნორმით იმოქმედა, რითაც სალომე ზურაბიშვილმა. ჯაფარიძემ მოთხოვნა ბანკში ოფიციალურად გააფორმა და ახლა პასუხს ელოდება.
"მინდა ზუსტად იგივე პროცედურები გავიარო და მეც მინდა ერთი მილიონი ლარის სესხი რაზეც იმ მომენტში მიპასუხეს რომ გაარკვევდნენ მენეჯმენტთან, საკმაოდ ზრდილობიანი საუბარი ჰქონდათ. შემდგომ მიპასუხეს, რომ იმ მომენტში ბანკში არ იმყოფებოდა არცერთი ადამიანი, რომელიც საქმის კურსში იყო როგორ მოხდა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილზე ამ სესხის გაცემა და ამიტომ დაიტოვეს ჩემი კოორდინატები, მითხრეს რომ განიხილავენ და შემომეხმიანებიან. ცხადია დიდი იმედი არ მაქვს რომ მილიონს მომცემენ, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა,"-აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.