19 ნოემბერი 2024,   21:46
ვრცლად
მტკიცებულებები, რომლებიც ვიხილეთ, შეშფოთების საგანს წარმოადგენს - საფრანგეთის ელჩი სკანდალურ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება

საქართველოში აკრედიტებული ელჩები ხელისუფლებისგან „ომეგა ჯგუფის“ საქმის სასწრაფო გამოძიებას ითხოვენ. საუბარია ახალ ფარულ ჩანაწერებზე, საიდანაც ირკვევა, როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

საფრანგეთის ელჩი გავრცელებულ მასალას "შემაშფოთებელს" უწოდებს. პასკალ მენიეს თქმით, საქართველოში ძალიან ბევრი საქმე გამოუძიებელია და ამ პრაქტიკის ფონზე მნიშვნელოვანია, დადგინდეს, რეალურად რა პროცესები მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფის“ გარშემო.

„ამ საქმეს ყურადღებით დავაკვირდებით, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს აქვს რეპუტაცია, რომ არის კორუფციისგან თავისუფალი ქვეყანა. მტკიცებულებები, რომლებიც ვიხილეთ, შეშფოთების საგანს წარმოადგენს საერთაშორისო გაერთიანებისთვის. ევროკავშირი და ჩვენ, ელჩები ამ საქმეს სიფრთხილით დავაკვირდებით. ვიმედოვნებთ, რომ მისი წარმოება მოხდება გამჭვირვალედ და მივა ბლომდე, რადგან ზოგჯერ გამოძიებები ძალიან დიდ ხანს გრძელდება დასკვნის გარეშე და ეს არ არის ის, თუ როგორ უნდა აღსრულდეს მართლმსაჯულება,“- განაცხადა  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პასკალ მონიემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები