19 ნოემბერი 2024,   20:40
ვრცლად
"სერიალებისთვის დრო არ მაქვს" - სალომე ზურაბიშვილი ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს

„ისეთი სერიალი გახდა ეს ამბავი, რომ მე მართალი გითხრათ, სერიალებისთვის დრო არ მაქვს,“- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ახალ სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ გეგმავდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას.

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან ამ საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და ფარულ ჩანაწერებს სერიალი უწოდა.

„ამ მომენტში ვარ საარჩევნო კამპანიაში და ამიტომ ნაკლებად ვარ გართული რაღაცა სკანდალების სერიალში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები