03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
"საქართველოს უნიათო მთავრობა ჰყავს," - ხმაურიანი აქცია პარლამენტთან

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, ამ წუთებში პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის სამივე შესასვლელთან არიან განლაგებული. 

აქციის მონაწილეები მთავრობის არაეფექტურ მუშაობაზე ლაპარაკობენ და სავალუტო კრიზისის გამო ეკონომიკური გუნდის გადადგომას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეები უკრაინის და საქართველოს დროშებით გამოხატავენ პროტესტს.

"ხადური გადადგეს. ასევე მისი თანაშემწეები. ქვეყანას უნიათო მთავრობა ჰყავს. ახალი თაობით უნდა შეიცვალოს მთავრობა," - აცხადებენ თბილისის პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. 

დღის ამბები