19 ნოემბერი 2024,   20:47
ვრცლად
"თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება" - კახა კალაძე

„ომეგა ჯგუფის“ საქმე - "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე ბიზნესზე განხორციელებულ რეკეტთან ოთარ ფარცხალაძის სავარაუდო მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობს.

კახა კალაძის თქმით, „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია და კონკრეტული პირების გამოკითხვა მათი პრეროგატივაა.

"თუ საჭიროა ფარცხალაძის დაკითხვა, დაიკითხება, თუ საჭიროა ვინმე სხვა კონკრეტული პირის დაკითხვა, დაიკითხება,"-აცხადებს კალაძე.

კახა კალაძე ოპოზიციის მიერ სამართალდამცავი უწყებებისთვის ოთარ ფარცხალაძის შემოსავლებით დაინტერესებისკენ მოწოდებასაც ეხმაურება. კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ფარცხალაძის შემოსავლებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს და მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ფარცხალაძეს მერიაში არ უმუშავია.

კალაძის თქმით, არ იცის ამ ეტაპზე, სად მუშაობს ოთარ ფარცხალაძე.

ფარცხალაძის ადვოკატმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფარცხალაძე ამიერკავკასიის პირველი აეროსტრუქტურების ქარხნის თანამშრომელია, სადაც კონსულტანტის პოსტს იკავებს.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილის მტკიცებით,  ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მილიონები თვითმფრინავების ქარხნის სწორი მართვის შედეგად დააგროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები