19 ნოემბერი 2024,   20:36
ვრცლად
"ეს არის სიცრუე, სიცრუე, სიცრუე“- კალაძე ზურაბიშვილის მხარდამჭერების შესაძლო მობილიზებასთან დაკავშირებით NGO-ების განცხადებას პასუხობს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე მესამე სექტორის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მმართველი გუნდის მიერ ადმინისტრაციული რესურსების მობილიზებაზეა და საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარი.  

კახა კალაძე ამბობს, რომ ინფორმაცია თითქოს მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

„მარტივად გეტყვი, ეს არის სიცრუე, სიცრუე, სიცრუე,“ - განაცხადა კალაძემ.

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განცხადება  გაავრცელეს. 

სამი გავლენიანი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც, საარჩევნო პროცესს აკვირდება, იმ სქემაზე საუბრობს თუ როგორ ახდენს ზეწოლას "ქართული ოცნება" საჯარო მოხელეებზე.

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების დავალებით თანამშრომლებს გადაეცათ ცარიელი ბლანკები, რომელშიც თითოეულმა ათი მხარდამჭერის პერსონალური მონაცემი უნდა მიუთითოს.

საია-ს, "საერთაშორისო გამჭვირვალობის"  და "სამართლიანი არჩევნების"ინფორმაციით, სიების შედგენა იმ მოტივით ხდება, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვოს.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების ინფორმაციით, ისინი ფლობენ ამ ინფორმაციის დამადასტურებელ მტკიცებულებებსაც, თუმცა სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირებისა და მათი ახლობლების შრომითი უფლებებისა და პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით ამ ეტაპზე არ ასაჯაროვებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები