ორგანიზაციამ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამებს ერთ ვებგვერდზე მოუყარა თავი. პროექტის ფარგლებში 19 აქტუალურ შეკითხვას გაეცა პასუხი.
ორგანიზაციამ კანდიდატებს მნიშვნელოვან საკითხებზე თანაბარი მოცულობის პასუხების გაცემა შესთავაზა.
ვებგვერდზე მომხმარებელს საშუალება აქვს კანდიდატების ხედვები ერთმანეთს თემატურადაც შეადაროს.
პროექტის განხორციელებით ორგანიზაცია მიზნად ისახავს, კანდიდატების ამომრჩევლის მიმართ ანგარიშვალდებულების გაზრდას.