03 ოქტომბერი 2024,   06:47
ვრცლად
ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან შეკრებილი მოქალაქეები გამგებლის გადადგომას ითხოვენ

ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან აქცია გაიმართა. 

აქციის ორგანიზატორები, გამგებლის გადადგომასთან ერთად, საჯარო მოხელის კონკურსის ტესტირებაში ჩაჭრილი თანამშრომლების გათავისუფლებას ითხოვენ.

აქციის წევრების მტკიცებით, ტესტირებაში ჩაჭრილი გამგებლის მოადგილეები კვლავ რაიონის გამგეობაში მუშაობენ.

შეკრებილი მოქალაქეები გამგებლის და გამგეობაში მომუშავე პირებისგან ითხოვენ, დასახელდეს ერთი ადამიანი, რომელიც პროფესიული ნიშნით შეირჩა და არა ნათესაური კავშირით.

აქციის წევრების ბრალდებებს ნაძალადევის რაიონის გამგეობაში უპასუხეს.

გამგეობის აპარატის უფროსის გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, უმნიშვნელოდ მიიჩნევენ შეაფასონ ნაციონალური მოძრაობის ოფისებში დაგეგმილი და განხორციელებული აქციები.

ამავე თემაზე
დღის ამბები