03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველები საქართველოში ჩამოასვენეს

ნიუ-ჯერსიში დაღუპული ქართველები საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველ კურსანტებს ქაშვთის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც ხვალ, 14:00 საათიდან სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

სოსო მაკარიძეს და ბესარიონ გორჯოლაძეს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძეც დახვდა. 

კურსანტები აშშ-დან ამერიკული დელეგაციის თანხლებით ჩამოაცილეს, რომელშიც აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის რექტორიც შედიოდა. 

შეგახსენებთ, რომ მაკარიძე და გორჯოლაძე 7 მარტს ნიუ-ჯერსიში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები