03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
კახა კუკავა დააკავეს

პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქცია დაკავებებით დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე კახა კუკავაც მოხვდა.

ის მას შემდეგ დააკავეს, რაც „თავისუფალი თაობის” ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი სამართალდამცველებს გადაჰყავდათ წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამ დროს დაიწყო კახა კუკავასა და სადღობელაშვილს შორის კამათი, რამაც გამოიწვია „თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარის დაკავება. კუკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში პირად საქმეზე იმყოფებოდა. ის მოგვიანებით სახდელის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე 5 პირი დააკავეს, აქედან 4 „თავისუფალი ზონის” წევრია, მეხუთე კი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი ქალი, რომელიც სამართალდამცველებმა სამინისტროს შენობაში მიყვანის შემდეგ გაათავისუფლეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რის გამოც 5 პირი დააკავეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

დაკავებულებს სასამართლო წვრილმან ხულიგნობას ედავება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები