19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
ბორის კაკუბავა ჟურნალისტებს: თქვენი დედა ...

მთავარ პროკურატურასთან, სადაც სკანდალურ აუდიოჩანაწერის გამოძიების ფარგლებში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე იმყოფება, ასევე მივიდა მირზა სუბელიანის სიმამრი, ბორის კაკუბავა.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და არ განმარტა, რა მიზეზით იმყოფებოდა პროკურატურასთან.

„თქვენი დედა მოვ...ნ წადით ახლა აქედან,“ - მიმართა ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებს.

ბორის კაკუბავას საქმის ახალ დეტალებზე არ უსაუბრია. მას ასევე არ უთქვამს იცოდა თუ არა იმ დანაშაულებრივი სქემის შესახებ, რომლის შესახებაც მირზა სუბელიანი აუდიოჩანაწერში საუბრობს.

მესტიის მაჟორიტარის დაკითხვა მთავარ პროკურატურაში ამ დრომდე არ დასრულებულა. ვიქტორ ჯაფარიძე ერთ-ერთია იმათთაგან, ვისაც ჩანაწერში მირზა სუბელიანი ესაუბრება და შემაძრწუნებელ ფაქტებზე უყვება.

აუდიოჩანაწერში, რომელიც გუშინ P.S.-ში გავიდა, ისმის, რომ სუბელიანი სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შინაგან საქმეთა მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას და თან აბარებს, რა უნდა უთხრას დეპუტატმა გახარიას.

სუბელიანი ვიქტორ ჯაფარიძეს ხორავას ქუჩის საქმის გარდა, სხვა გახმაურებული საქმეების შესახებაც უყვება და ამბობს, რომ ხელისუფლებას ამ საქმეების „მოგვარებაში“ ეხმარებოდა.

დღის ამბები