03 ოქტომბერი 2024,   06:35
ვრცლად
”სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს,” - კობა ხაბაზი

პარლამენტის წინ მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე დაკავებებს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის” ხელმძღვანელი კობა ხაბაზი.

„ჭკადუა დღეს მეორედ დააკავეს. ღამით დააკავეს იმისთვის, რომ მან გააკეთა ქუჩებში წარწერა - ”21 მარტს შემოგვიერთდით და ბიძინა, წადი,” შემდეგ გაათავისუფლეს და ახლა ისევ დააკავეს. სამარცხვინო ხელისუფლება გვყავს,” - განაცხადა კობა ხაბაზმა.

დაკავებებზე გააკეთა კომენტარი ადვოკატმა გოგა ონიანმა. მისი განცხადებით, ლადო სადღობელაშვილი პროვოკაციისთვის მივიდა აქციაზე, აგინა შეკრებილ მოქალაქეებს და ასევე პარლამენტის წევრებს.

„საერთოდ, ხულიგნობა არის უმოტივო დანაშაული და მაშინ, როდესაც აშკარა მოტივი არსებობს და ადამიანი გაგინებს, იქ ხულიგნობაზე ლაპარაკი ზედმეტია. შევეცდებით, ეს დავადასტუროთ ხვალ სასამართლოში და ეს ადამიანები, დარწმუნებული ვარ, გამართლდებიან და არანაირი სახდელი მათ მიმართ არ იქნება გამოყენებული,” - განაცხადა ადვოკატმა გოგა ონიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები