03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
ეკონომიკური გუნდის მოსმენა პარლამენტში საკანონმდებლო ორგანოსთან აქციით და ჩხუბით დაიწყო

ორგანიზაცია "თავისუფალი თაობის" ლიდერის და "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლების სასამართლო ხვალ გაიმართება. მანამდე მათ წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ყოფნა.

მასობრივი ჩხუბით დასრულდა პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციები. ორი დაპირისპირებული ორგანიზაციის წევრები რუსთაველის გამზირზე იმ დროს შეიკრიბნენ, როდესაც პარლამენტის შენობაში საკომიტეტო მოსმენა უნდა დაწყებულიყო.

დაპირისპირება პარლამენტის შენობასთან მას შემდეგ დაიწყო, რაც ლადო სადღობელაშვილი და მისი თანამოაზრეები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს დაესხნენ თავს.

 მომიტინგეებს შენობის ყველა შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ და საყვირებითა და პლაკატებით მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. პარალელურად, კონტრაქციას მართავდნენ "თავისუფალი თაობის" წევრები. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები