19 ნოემბერი 2024,   20:38
ვრცლად
რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გაწყვიტა. გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდმა მინსკში გამართულ სხდომაზე მიიღო.

როგორც რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნას უკანონოდ მიიჩნევს.

მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას შეცვლის.

„წმინდა სინოდმა გადაწყვიტა სრულიად გაწყვიტოს ევქარისტული ურთიერთობა კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან. ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ბოლოდროინდელმა ქმედებებმა გამოიწვია. რუსული ეკლესიის აზრით, კონსტანტინეპოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უკანონოა და ჩვენ მათ არ მივიღებთ. ეკლესიამ, რომელმაც აღიარა სარწმუნოებისგან განდგომილები და შევიდა მათთან ურთიერთობაში, თავად გაირიცხა საკუთარი თავი კანონიკური სფეროდან. ვიმედოვნებთ, რომ კონსტანტინეპოლის პატრიარქი შეიცვლის დამოკიდებულებას არსებული საეკლესიო რეალობასთან დაკავშირებით,”-განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

დღის ამბები